საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფორმით უნდ აღიგავოს პირისგან მიწისა

საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად აღარც არსებობს… ის რაც გააკეთა ვასილ მაღლაფერიძემ ბორდის მოვალეობა იყო-აცხადებს ,,მაესტროს” ეთერში გოგა ხაინდრავა. მისი თქმით, სწორედ ბორდს უნდა ეზრუნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგომარეობაზე.

,,გაუგებარია ბორდის წევრის განცხადება, რომელიც კაცმა არ იცის რითი იყო ამდენი ხნის მანძილზე დაკავებული იმ სამარცხვინო შენობაში. მაინცდამაინც მაღლაფერიძე უნდა მისულიყო,რომ ის კატასტროფა რასაც ყოველდღე ხედავდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო ? ბორდი იმისთვის იყო არჩეული, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სად მიდის ის ათეულობით მილიონი ლარი, რომელსაც ყველა ჩვენგანის ჯიბიდან იღებენ, როგორც აღმოჩნდა მიდის ,,კარმუშკაში” სწორი თქვა ვასიკომ.”-განაცხადა ხაინდრავა,

მისი თქმით, მან იმიტომ არ მიიღო მონაწილეობა გენერალური დირექტორის კონკურსში, რომ მისი პოზიცია ცალსახაა , ხაინდრავა ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფორმით უნდ აღიგავოს პირისგან მიწისა.ხანდრავა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ეთანხმება თუ არა გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას შემდეგნარიად პასუხობს:

,,მე რატომ არ მივიღე იცით მონაწილეობა ?იმიტომ რომ ჩემი მიდგომა იქნებოდა ესეთი : ეს პირისაგან მიწისა უნდა აღიგავოს საერთოდ. დედიან ბუდიანად. უნდა აშენდეს ცალკე შენობა ,სადღაც ქალაქის შემოგარენში გაეწყოს თავიდან სტუდიები, იყოს ნაყიდი აპარატურა და იმის მერე დაიწყოს ახალი სახის ახალი ტელევიზიია. მე იმ შენობის წინააღმდეგიც ვარ იმიტომ, რომ კარგი იმ შენობისგან ქართულ საზოგადოებას არაფერი ახსოვს,”-განაცხადა ხაინდრავამ ,,მაესტროს” ეთერში საუბრისას.

banner
წინა სტატიაშილაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა
შემდეგი სტატია(ვიდეო) სკანდალი: ივანიშვილის ფარული საუბარი პატრიარქზე და წულუკიანი