33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკავებულთა მშობლებს ეთერის დათმობაზე უარს ეუბნება და კანონის მე-18 მუხლზე მიუთითებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია ოფიციალური წერილით გამოეხმაურა პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრების მშობლების 2026 წლის 9 ივლისის განცხადებას. დაკავებულთა ოჯახის წევრები მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრასა და პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვდნენ.

“თქვენი 2026 წლის 9 ივლისის განცხადების (სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში” რეგ. N07/422) პასუხად გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემატურად აშუქებს სასამართლო პროცესებს საზოგადოების მაღალი ინტერესის შესაბამისად და მაყურებელს აწვდის სრულ ინფორმაციას.

ასევე გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა გარანტირებული და უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-18 მუხლი), რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილი. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მითითების. დავალების მიცემა, შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბების და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამაუწყებლო ბადის და შინაარსის თაობაზე. ამასთანავე, საქართველოს პირველი არხი თავის გადაცემებში უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას,” – წერია განცხადებაში. 

banner
წინა სტატიაშივოლსკი: ტროლობით არ არის “ქართული ოცნება” დაკავებული
შემდეგი სტატიაReuters: დონალდ ტრამპის მცდელობების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის ესკალაციას გეგმავს