“საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, ხელისუფლება, მმართველი გუნდი, უკვე მართავს კრიზისს და მგონი არავის შექმნია ამ კუთხით პრობლემა”

region
ავტ.: region ივლისი 7, 2020 15:53

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, ხელისუფლება, მმართველი გუნდი, უკვე მართავს კრიზისს და მგონი არავის შექმნია ამ კუთხით პრობლემა”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, ხელისუფლება, მმართველი გუნდი, უკვე მართავს კრიზისს და მგონი არავის შექმნია ამ კუთხით პრობლემა, მით უმეტეს უფლებრივი ნაწილი არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველომ მიაღწია პოზიტიურ შედეგს, რასაც აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობაც.

„ეს შედეგი იყო ძალიან რთულად მისაღწევი, ექიმებთან, საზოგადოებასთან, მმართველ გუნდთან ერთად, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ შეუძლებელი შევძელით, მაგრამ ამ შედეგს შენარჩუნება სჭირდება და ბოლომდე მიტანა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პოზიტიური შედეგი გვაქვს, პანდემიის რეჟიმში მაინც გვიწევს ცხოვრება და მოსალოდნელი მეორე ტალღა უფრო რეალური ხდება. სხვა ქვეყნებში უკვე შეიმჩნევა ინფიცირებულთა რაოდენობის მატება და ბევრმა ქვეყანამ მეორე ტალღისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, წინ არის საარჩევნო პერიოდი, რაც შესაძლოა, ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს ეპიდვითარების გაუარესებისთვის, ამიტომ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

„კრიზისი მთავრობამ რომ სწორად მართოს, მას სჭირდება ბერკეტი. რაც შეეხება ოპოზიციის ეჭვს, ის არის უსაფუძვლო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, ხელისუფლება, მმართველი გუნდი, უკვე მართავს კრიზისს და მგონი არავის შექმნია ამ კუთხით პრობლემა, მით უმეტეს უფლებრივი ნაწილი არის დაცული. პარლამენტს ყოველთვის რჩება ბერკეტი მისი ფუნქცია არის საზედამხვედველო, ისე რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია და ამას აუცილებლად გააკეთებს, გააკონტროლოს მთავრობა. კონსტიტუციაში მკვეთრი ჩანაწერი არის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და ეს არის ხელისუფლების ვალდებულება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

region
ავტ.: region ივლისი 7, 2020 15:53

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics