საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვისგანაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს,რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადამიმდინარე წლის 10 ოქტომბერია.დღეს, ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანამიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციოკამპანიის და საზოგადოებრივი აქციის „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანის“ თაობაზე.მან ასევე ისაუბრა იმ ინოვაციური სერვისების შესახებ, რომელსაც ცენტრალურისაარჩევნო კომისია ამომრჩევლებს სთავაზობს. როგორც ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩეველთა ინფორმირებისმიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, 73 საოლქო საარჩევნოკომისიის წევრებმა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყესსაინფორმაციო კამპანიის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპისგანხორციელება. აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება დააქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში – „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებთან შეხვედრებსმართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი სოფლებსა და მუნიციპალიტეტებისსაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,ეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში დაასევე, დამატებით აწოდებენ ინფორმაციას 2018 წლის არჩევნებისა და მათისაარჩევნო უფლებების შესახებ.ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებსსაკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოსვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელიქვეყნის მასშტაბით განთავსებული 10 000-ზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატისმეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევემიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისეაზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდისსაშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემებისგადამოწმებას. რაც შეეხება ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს – ისინი ინფორმაციას ცესკოსსატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე იღებენდა შეუძლიათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.ასევე, ცესკო შეახსენებს რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ დამისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მათშეძლონ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა მიმართონიუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარეწლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისასგაიარონ შესაბამისი პროცედურები.შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოსსატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 0051; ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობადაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახისინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშისაჭიროა, დიალოგი დავიწყოთ, გავარჩიოთ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხი
შემდეგი სტატიაილია მეორე – იმედი მაქვს, გავერთიანდებით ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება, რომ ნარკომანიით დაავადებული რაც შეიძლება ნაკლები იყოს