“საზოგადოებრივ მოძრაობაშიც ერთად ვიქნებით” – ბადრი ჯაფარიძე ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე

„საზოგადოებრივ მოძრაობაშიც ერთად ვიქნებით“, – ამის შესახებ Bm.ge-ის “თიბისი ჯგუფის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრის ჯაფარიძემ ხაზარაძის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს იქნება მოძრაობა, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა საინტერესო წევრებს შეკრებს, თუმცა სხვა დამატებით დეტალებზე ბიზნესმენი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

ცნობისთვის: როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

ხაზარაძის თქმით, მის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდებიან ისინი, “ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა”.

მისი განცხადებითვე, მიმდინარე მოვლენები საგანგაშო სახეს იღებს, რაც ქვეყანაში ეროვნული ძალების გაერთიანებას ხდის აუცილებელს.

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი”, – წერს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშისამართალი ამ ქვეყანაში არ იქნება მანამ, სანამ იარსებებს მოსკოვის მიერ შექმნილი “ქართული ოცნება” – მალხაზ მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიალარი რეკორდულად გაუფასურდა