“საზოგადოების წინაშე რომ სიტყვას იტყვი და საქართველოს მეგობრების წინაშე შეთანხმებას დადებ, შემდეგ არ უნდა იმაიმუნო”

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ფართო კონსენსუსს პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, სიტყვის შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლება სჭირდება.

„საქართველოს ინტერესშია, რომ ფართო კონსენსუსი იყოს ხოლმე, მაგრამ ამ ფართო კონსენსუსს სჭირდება სიტყვის შესრულება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და გიორგი რურუას გამოშვება. ამისკენ მოუწოდებს ყველა ხელისუფლებას, რომ სრულად შეასრულეთ შეთანხმება. აი, იმ განცხადებაშიც, რომელიც თავიდან გააკეთეს, მათ შორის საქართველოს მეგობრებმა, პირველი ნაწილი ეხებოდა, რომ არ არის შესრლებული ის კომპონენტი, რომელიც შეეხებოდა პოლიტიზირებულ სამართლებრივ დევნას, უნდა შეასრულონ როგორც უგულავაზე და ოქრუაშვილზე ქნეს, ამ მანევრებს და რაღაც მაიმუნობას თავი დაანებონ. საზოგადოების წინაშე რომ სიყვას იტყვი და საქართველოს მეგობრების წინაშე შეთანხმებას დადებ, მერე არ უნდა იმაიმუნო. გასაგებია, რომ ერთ კუთხეშია მომწყვდეული ივანიშვილი და თავისი ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდა, ვგულისხმობ აკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ეს კარგია, მაგრამ ცუდია, რომ ისევ მაიმუნობს. ძალაუფლებს დაკარგვის წინაშე რომ დადგება, არ ვიცით, როგორ სისულელებს იზამს, ახლავე უნდა ისწავლოს გაკვეთილი, რომ თამაშის წესები არსებობს ქართული საზოგადოების და საქართველოს სტრატეგიული მეგობრების წინაშე“,- განაცხადა ბოკერიამ.

„იყო შეთანხმება, რომ ოპოზიცია დაუჭერდა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია არ ასრულებს თავის დაპირებებს, რადგან ჰარცელმაც გააკეთაა განცხადება, რომ ის 142 ხმას ელოდება“, – აღნიშნულ კითხვაზე ბოკერია პასუხობს, რომ თქმა ყველაფრის შეიძლება.

„მათ შორის ტყუილისაც და ამის მაგალითია „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდისტული ორგანოები ყოველდღე. შეთანხმება მდგომარეობდა ორ რამეში – საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და კონკრეტული პოლიტიური მოტივით დაჭერილი ხალხის გათავისუფლება. იმიტომ იყო ორი დოკუმენტი და ამას მოვაწერეთ ხელი. ჩვენი მხრიდან ითქვა მკაფიოდ შიგნით და გარეთ, რომ ეს უნდა მოხდეს და ჩვენ დავუჭერთ მხარს. ივანიშვილმა კიდევ გადაწყვიტა, რომ იმაიმუნოს, ამ ზეწოლის ქვეშ, ჯერ მთელი თვეები იძახა რომ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საერთოდ რა შუაში არიანო, მერე გამოუშვა ორი და გადაწყვიტა, გამოეშვა ორი“,- განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ ივანიშვილი სიტყვას შეასრულებს.

„ქვეყნისთვის და პერსონალურად ივანიშვლისთვის, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა, კარგი იქნება, თუ წესიერად მოიქცევა და სიტყვას შეასრულებს და არ მოოიქცევა ისე, როგორც ერთხელ მოიქცა, როდესაც პროპორციულს დაპირდა საზოგადოებას და გადააგდო. ახლა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენეთ ყველამ, რომ დიდი ალბათობით, მოუწევს საკონსტიტუციოს მიღება ჩვენი ხმების გარეშე, ისეთ დღეშია, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ სრულად შეასრულებს შეთანხმებას, გამოუშვებს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას, მერე მიიღებს ამას, შემდეგ იქნება შედარებით ნორმალური კამპანია და მერე შეეგუება ამომრჩევლების ვერდიქტს.

აი ეს არის, რაც „ევროპულ საქართველოს“ გვინდა. ამიტომ შევუმცირეთ მას მანევრის შესრულება, როდესაც პირველ მოსმენაზე მივეცით ხმა და რისკზე არ წავედით – პირველ მოსმენაზე რამე რომ მომხდარიყო, ამ ნევროზული კაცის პირობებში, აუცილებლად გაბრაზებულიყო და უცბად „ოცნების“ რვა დეპუტატი გახდებოდა ავად და ჩავარდებოდა. ახლა ამას ვეღარ იზამს, მაგრამ თუ უნდა სრული ნორმალიზაცია, უნდა გამოუშვას რურუა ციხიდან. არ გამოუშვებს და მაგ სცენარისთვისაც მზად ვართ, ეს არ არის კარგი სცენარი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიას განმარტებით, არ ფიქრობს, რომ ოპოზიციამ შეიძლება კრიტიკა მიიღოს უცხოელი პარტნიორებისგან, რადგან კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.

„თვითონ უცხოელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები, რომ ჩვენ არ ვუყურებთ ვინმეს კრიტიკას ან ქებას, ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც ქვეყნის ინტერესებშია, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები როგორც წესი, ძალიან ზუსტად აფასებენ იმ ვითარებას, რა სჭირდება ქვეყანას, ამიტომ ჩაერიენ ასეთ მაღალ დონეზე ამ ამბავში, ამიტომ იყო ღია მოწოდებები, კონკრეტულად რურუას გათავისუფლებაზე. ყველას ესმის, რომ აქ ადამიანებში კი არ არაის საქმე, არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები, უგულავა, რურუა, ოქრუაშვილი, ხაზარაძე თუ სხვა, ლაპარაკია პრინციპში, რომ არ შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს ისეთი უფლება, თქვას, ვინც გააბრაზებს, იმას დღეს დავიჭერ“,- აღნიშნა ბოკერიამ.

კითხვაზე, ჰარცელის განცხადება არ იყო მინიშნება, რომ ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში?- ბოკერიამ ასე უპასუხა:

„მინიშნება კი არა, პირდაპირ ნათქვამი იყო, ეს არის ნორმალური, ჩვენც გვინდა, ოღონდ ნდომა ერთია და მეორეა ვითარება, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს. არ შეიძლება, ადამიანი იყოს მოლაპარაკებებში, დადოს პირობა და მერე ერთ ნაწილს არ ასრულებდეს“,- განაცხადა ბოკერიამ, რომელმაც განმარტა, რომ თავად პირობას ასრულებენ.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა სიტყვას ვასრულებთ, რასაც ვიტყვით ხოლმე, ჩვენი მკაფიო პოზიცია იყო, რომ პირველ მოსმენამდე უნდა გამოეშვათ პოლიტპატიმრები და მთლიანად დავუჭერთ მხარს, რადგან ჩვენს ინტერესშია, ოღონდ ივანიშვილს არ გაუვა ის მაიმუნობა, რამდენი პროპაგანდაც უნდა აწარმოოს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშირურუა-მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია
შემდეგი სტატიათიბისის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება