საზოგადოების მაპროვოცირებელი ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” – დაგეგმილ კინოპრემიერას აქციით უპირისპირდებიან

გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე ქართული მხატვრული ფილმის წინააღმდეგ. “და ჩვენ ვიცეკვეთ” ამ სახელწოდების ფილმი, სადაც მოთხრობილია გეი წყვილის ისტორია, ეკრანებზე 8 ნოემბრიდან გამოვა.

“ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის” წევრების განცხადებით, არავის მისცემენ საშუალებას ამ შინაარსის ფილმი დიდ ეკრანზე აჩვენონ. გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე კინოთეატრებში შევარდნით იმუქრებიან და ამბობენ, რომ ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ფილმის ჩვენება და თემის პროპაგანდა არ მოხდება, ისევე როგორც არცერთი 17 მაისის აქცია არ შედგა.

მათივე თქმით, ამ ფილმს ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია ფიქრობს, რომ პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა კანონის ფარგლებში. დანელიას თქმითვე, ფილმის გარშემო განვითარებული აჟიოტაჟი გაუგებარია.

banner
წინა სტატიაშისოფიო კილაძე ყოფილი მეუღლისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა
შემდეგი სტატია“შმაქსი” ქუთაისშიც გამოჩნდება