საზოგადოების მადლობა ექიმებს – დღეს 21:00 საათზე “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართება

news
ავტ.: news მარტი 18, 2020 12:15

საზოგადოების მადლობა ექიმებს – დღეს 21:00 საათზე “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართება

“მადლიერების ტაშის” – მსოფლიო აქციას საქართველო უერთდება. დღეს, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით ექიმებისადმი მიძღვნილი აქცია საქართველოშიც გაიმართება.

21 საათზე საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

აქციის ორგანიზატორის ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის თქმით, მადლიერების ტაში იქნება ექიმების თანადგომის და მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა.

“ჩვენ ვხედავთ ქართველი ექიმები, ექთნები და სანიტრები, როგორ თავდაუზოგავად მუშაობენ. გადავწყვიტეთ, რომ მადლობა ასეთი სახით გადავუხადოთ. ეს ტაში იქნება თანადგომის და მადლიერების,”- განაცხადა გოგა ჩანადირმა.

news
ავტ.: news მარტი 18, 2020 12:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics