ყოფილი ომბუდსმენი დღეს ევროპულ მარშს შეუერთდება. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის გაერთიანება საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა და მნიშვნელოვანია, რომ ქართველმხა ხალხმა საკუთარი არჩევანი ხმამაღლა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს.
ვფიქრობ, რომ ეს არის თავად საზოგადოების დაკვეთა, რომ არჩევნებამდე ის მოქალაქეები, რომლებიც ვართ ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გავაგონოთ საკუთარ თავებს, ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ჩვენი არჩევანი ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია ასევე ამომრჩევლის მობილიზაციისთვის წინასაარჩევნოდ, რომ შევიკრიბოთ და ეს ხმა ყველამ ერთად კიდევ ერთხელ გავაგონოთ, – ამბობს ნინო ლომჯარია.