„საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მოვიდეს საპრეზიდენტო ხელისუფლებაში” – კორძაია

“შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ხელისუფლება”- ეს განცხადება, “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ გააკეთა.

კორძაია საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის პირველ ტურში დამარცხების მიზეზებზე საუბრობს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის იყო მისი გამაღიზიანებელი განცხადებები.

„საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მოვიდეს საპრეზიდენტო ხელისუფლებაში. “რესპუბლიკური პარტია” თვლის, რომ საზოგადოებას უნდა გაუწიო ანგარიში და ჩვენ ჩვენი რესურსებით მხარს დავუჭერთ. რა ფორმები ექნება ამას და როგორ იქნება ამაზე მომავალში ვილაპარაკებთ. მისი ინტერვიუ იყო ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ კიდევ უნდა ასწავლოს ჭკუა საზოგადოება. ჩვენ გვაქვს მოქალაქეებთან შეხება, რომელიც სწორედ ამ ინტერვიუთი იყვნენ აღშოთებული. სარალიძის დაკავებაც იყო ბოლო წერტილი და ა.შ. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ხელისუფლება,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაში“მეორე ტურში ყველა ვაშაძის გარშემო უნდა გაერთიანდეს, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ზურაბიშვილის დამარცხება მას შეუძლია” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიამეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვებით დაიწყება ივანიშვილის კლანის დასასრული – ბასილაია