,,საზოგადოებას არ აინტერესებს, რა თქვა ან რას იტყვის რიმა ბერიძე”

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ნარმანიას თბილისის მთავრობის დათხოვნას ურჩევენ.

თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება.

უგრეხელიძემ ამის დამადასტურებლად კონკრეტული რიცხვები გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ 2014 წელს ბენეფიციართა რაოდენობა 13 000 იყო, 2015 წელს კი 22 704-ით დაიწყო და 26 000-ით დასრულდა.

სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მომდევნო წელი 32 000 ბენეფიციარზე იგეგმება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი 3 წლის ვადით ტენდერების გაფორმების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ არასწორია, როცა სამი წლით ადრე გეგმავ, რა უნდა ღირდეს ერთი ბენეფიციარის გამოკვება.

ამის მიზეზად სევდია უგრეხელიძე სავალუტო კრიზისს ასახელებს.

სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ერთი ბენეფიციარის კვებისთვის 69 ცენტი იყო გამოყოფილი, ახლა კი 48 ცენტია.

“3-წლიანი ტენდერი მისაღები არ არის იმიტომ, რომ გაუფასურდა ლარი, გაძვირდა პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ბენეფიციარებს ვერ მიაწვდიდნენ იმავე ხარიხსის კვებას, როგორსაც ვარაუდობდნენ.

“ჩვენ დროს 69 ცენტი იყო და ახლა 48 ცენტი გამოდის. 50 თეთრით არის განსხვავება და, ცხადია, ხარისხი დაეცემა. საკრებულოს შეუძლია, შეცვალოს ეს ჩანაწერი,”- აცხადებს სევდია უგრეხელიძე.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერაძემ და გიორგი გაბუნიამ გადაცემა არჩევანში მწვავედ იკამათეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა