საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან – ვაშაძე ზურაბიშვილისგან არსებულ კითხვებზე პასუხს ითხოვს

“რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებიც ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო ან აუდიოფაილების სახით,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

ვაშაძე ხაზს უსვამს ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია.

პრეზიდენტობის კანდიდატი ითხოვს, რომ ზურაბიშვილმა საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ კითხვებს გასცეს პასუხები.

„არცერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან, მისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანის პლანტაციად გადაქცევას და ეთანხმება პუტინს-მედვედევს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებს: პარლამენტის საგამოძიებო წევრობისას რატომ არ მისცა მხარს დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას, რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო შეირაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება. რატომ არ გამოეხმაურა კომპანია ომეგას დარეკეტებაზე და იბერიას დახურვაზე, რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს მედიაში ნაჩვენებ ე.წ. ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სასახლეებზე,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო რეკლამაზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
შემდეგი სტატიაადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩეველზე ზეწოლა – გაერთიანებული ოპოზიცია ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს