21.4 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“საზოგადოებას აქვს სრული უფლება, გააკონტროლოს პროცესიც, ვადებიც და შესრულების ხარისხიც” – წალენჯიხაში ახალი სპორტული ცენტრი აშენდება

რამდენიმე წუთის წინ, წალენჯიხის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მნიშვნელოვანი და გრანდიოზული პროეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე ახალი სპორტული მულტიფუნქციური ცებტრი განთავსდება.

უმეტესად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოლიტიკური შეხედულებისაა, როცა შენს მუნიციპალიტეტში ასეთი მასშტაბური პროექტი იწყება, ამას შესაბამისი ემოციით უნდა შეხვდე, სადაც ნაკლები ნეგატივი და მეტი პასუხისმგებლობა იქნება.

მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი ნამდვილად შთამბეჭდავი პროექტია და თუ ყველაფერი ისე განხორციელდა, როგორც დაგეგმილია, ეს წალენჯიხისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მსგავსი ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებისთვის, სპორტისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, გააკონტროლოს პროცესიც, ვადებიც და შესრულების ხარისხიც. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მთავარი მხოლოდ დაპირება არ არის, მთავარი შედეგია. სწორედ, ამიტომ, ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ განხორციელდება ეს პროექტი.

ვიღაც აუცილებლად იტყვის „სკოლები სად არის?“, „ამდენი ხანია ამას გვპირდებიან“ და ეს კითხვებიც ბუნებრივია. განათლება და სკოლების საკითხი უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც, საზოგადოებამ აღნიშნულთან დაკავშირებითაც უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია.

რაც შეეხება, ირაკლი ზარქუას სტატუსს სოციალურ ქსელში, “თაიმერი” დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემს წალენჯიხელებს მინდა
სასიხარულო სიახლე გავუზიარო.

წალენჯიხაში მორიგი გრანდიოზული პროექტი იწყება, კერძოდ ახალი მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება ( ამჟამინდელი სტადიონის ეზოში). ტენდერი უკვე გამოცხადებულია საპროექტო ნაწილზე, რომელზეც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ხოლო შემდეგ კი სამშენებელო ტენდერი და სამუშაოები უახლოეს პერიოდში, დადგენილი ვადების შესაბამისად, დაიწყება. ცენტრში განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, საცურაო აუზი, მინი საფეხბურთო მოედანი, საჭიდაო სივრცე და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისა და ყველა ასაკის მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნის გზაზე.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს.

#წალენჯიხა #განვითარება #ერთადვაშენებთმომავალს”, – წერს ირაკლი ზარქუა.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიგასულ წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 74.5% ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქმედი იარაღისა და დრონების კონტრაბანდის არხი გაანეიტრალა