საზოგადოებამ ალბათ თავად მოისმინა, რომ კელი დეგნანისადმი ჩემს წერილში კითხვებზე პასუხი სამწუხაროდ ვერ მივიღეთ – ყაველაშვილი

საზოგადოებამ ალბათ თავად მოისმინა, რომ ჩემს წერილში კითხვებზე პასუხი სამწუხაროდ ვერ მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე, რომელიც მისი თქმით, „რუსთაველზე გამართულ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა“.

„საზოგადოებამ ალბათ თავად მოისმინა, რომ ჩემს წერილში, კითხვებზე, სადაც აღწერილი იყო ფაქტების სახით, პასუხი ვერ მივიღეთ სამწუხაროდ. არათუ პასუხი, არამედ გუშინ როგორც ვნახეთ, თავად ლომჯარიამაც განაცხადა, რას ფიქრობდა კელი დეგნანთან დაკავშირებით. მან ცოტა ირონიულად უპასუხა, რომ კელი დეგნანი სტუმრობდა სახალხო დამცველს, ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. ლომჯარია, კიდევ ერთხელ ვახსენებ, თებერვლის შემდეგ როგორი განაცხადით გამოვიდა, აღწერილი მაქვს წერილშიც, რომ უკეთესი იქნებოდა, ბომბები ცვიოდეს, ვიდრე ის სირცხვილი, რომელიც თითქოს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ყველაზე სწორი პოზიცია გამოიჩინა მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიაათასი რუსი ოკუპანტი, სამხედრო ტექნიკასთან ერთად, ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაადგილდება – ანდრიუშენკო