რატომ გმობს საზოგადოება აბორტს უფრო მეტად, ვიდრე იმ მიზეზებს, რომლებსაც ქალები არასასურველ ორსულობამდე მიჰყავს?_ რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია ქვეყანაში არსებულ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ ფონსა და ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე ალაპარაკდა.
ექიმის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აბორტი 12 კვირამდე კანონიერია, მორალური განსჯა მაინც უმძიმესია, მაშინ როცა რეალურ პრობლემებზე ყველა დუმს.
„საზოგადოება ხშირად სდუმს სექსუალური განათლების დეფიციტზე, კონტრაცეფციის ფასსა და ხელმისაწვდომობაზე, ოჯახურ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა ორსულობასა და ქალების ეკონომიკურ დაუცველობაზე. ბევრი ოჯახი ცხოვრობს ფინანსური არასტაბილურობის პირობებში — მაღალი ფასები, არათანმიმდევრული შემოსავლები და საცხოვრებლის პრობლემები ხშირად ქმნის გარემოს, სადაც რეპროდუქციული გადაწყვეტილებები ხდება არა თავისუფალი არჩევანი, არამედ ეკონომიკური გადარჩენის ნაწილი. საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა ხშირად არ ფარავს სრულად არც რეპროდუქციულ დაგეგმვას, არც კონტრაცეფციას და არც აბორტს ადეკვატურ დონეზე“, — აღნიშნავს კვირკველია.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა, ოჯახი, რომელშიც აბორტის „ცოდვა ტრიალებს“, განწირულია.















