საზოგადოება ხედავს, რა არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი – კობახიძე

საზოგადოება ხედავს, რა არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა: „ვხედავთ საქართველოს პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებს, მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სურთ ჩვენს ბაზარზე დაბრუნება“.

კობახიძის თქმით, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ეს არის ნათელი და არის გაცხადებული. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენთვის ესეც არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამას ხედავს საზოგადოება. სხვა თემებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – 12 რეკომენდაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული არ არის და „ქართულ ოცნებას“ ამ მხრივ სატრაბახო არ აქვს
შემდეგი სტატიაპუტინი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მზად არ არის, რადგან თავისი სიცოცხლე ძალიან უყვარს – ზელენსკი