„საზოგადოება დღეს საპატრიარქოსთან უნდა იკრიბებოდეს! სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე“ – აცხადებს პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე, პოლიტოლოგი და პოლიტტექნოლოგი გიორგი (გიგიშა) პატარიძე:
„შემქნელი ძალა ყველაფერს ხედავს და ზეციურ საქმეთა წიგნში ყველაფერი იწერება, თან რომ ვერ ამოშლი…
“შიდა ბაზარზე” ლეგიტიმაციის კიდევ ერთი სამარცხვინო ხრიკი გამოიყენა რეჟიმმა და განსაკუთრებითი განსაცდელის ჟამს ჩართო ისევ საქართველოს საპატრიარქო, რომელიც კვლავ პოლიტიკაში ჩაერია (მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მაინც საქართველოს რესპუბლიკა სეკულარული სახელმწიფოა) და საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ემიგრანტებისთვის, გაუგონარი განცხადება გააკეთა:
“დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“
ასე ულოცავს პატრიარქი ილია მეორე ქართულ ოცნებას „არჩევნებში გამარჯვებას“…
რომელი “ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება”?
ანუ , საპატრიარქოს აზრით ეს გაყალბება არ ყოფილა…?!!
რას ნიშნავს “დაადასტურა”?
რეჟიმმა დაუდასტურა ჰქვია ამას, ვცდები?!
“გულითადად ვულოცავთ”?!
ვის? უზურპატორს?
“მართალია, ოპოზიცია წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს”….?
ანუ არ უნდა გააპროტესტო არაფერი და მითუმეტეს არჩევნების გაყალბება?!!!
სად არის აქ სინერგია? სად არის სულ მცირე “ნეიტრალური პოზიცია”? ქვეყანას ეშმაკები დაეპატრონენ!
საზოგადოება დღეს საპატრიარქოსთან უნდა იკრიბებოდეს! სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე?!
ამინ!“