საზოგადოება დაარწმუნონ,რომ ისინი საუკეთესო კანდიდატები იყვნენ-ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში დეპუტატთა მეუღლეების დასაქმებას ეხმაურება

იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კონკურსის წესით არიან აყვანილი და არა ისე, როგორც ბოლო დროს გვესმის ხოლმე​- ამ განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, თავდაცვის სამინისტროში “ქართული ოცნების” დეპუტატების მეუღლეების დასაქმების ფაქტს გამოეხმაურა. ხიდაშელი ამბობს, რომ ვინმეს ოჯახის წევრობა არ შეიძლება იყოს კომპრომატი ან დასაქმებისთვის მუდმივი წინააღმდეგობა, თუმცა მისივე თქმით, მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმებისას, ნებისმიერ საჯარო უწყებას, ვინც ასეთ დასაქმებას ახდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვება გამჭვირვალობა და გახსნილობა.

“იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კონკურსის წესით არიან აყვანილი და არა ისე, როგორც ბოლო დროს გვესმის ხოლმე. გაასაჯაროონ და საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ისინი საუკეთესო კანდიდატები იყვნენ და მე პირველი ვიქნები, ვინც მიესალმება. მე მინდა, რაც შეიძლება ბევრი პროფესიონალი თავდაცვაში, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში და ეს ხალხი თუ ასეთები არიან, მარტო იმიტომ, რომ ისინი დეპუტატების მეუღლეები არიან, არ უნდა დაიჩაგრონ, ბუნებრივია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველომ აირჩია, რომ დაუახლოვდეს დასავლეთს და მას შემდეგ უკან არასდროს დაგვიხევია“ – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატია„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ეჭვს ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს“ – გიორგი მარგველაშვილი