“საზიზღარი პოზნერი” – რას წერდა ბუკოვსკი პოზნერზე

საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მწერალმა ვლადიმირ ბუკოვსკიმ ვლადიმერ პოზნერის შესახებ, 2019 წლის მაისში წერილი გამოაქვეყნა, სათაურით – “საზიზღარი პოზნერი”.

ბუკოვსკი წერს:

მაშინ, როდესაც ის [პოზნერი] სამუელ მარშაკის მდივანი იყო, მან მოპარა ინგლისურიდან
საუკეთესო თარგმანები და ცდილობდა თავის ნამუშევრებად გაესაღებინა, რაშიც ამხილეს, შეარცხვინეს და გააგდეს. “ის მთელი ცხოვრება ტყუოდა და ამისთვის იტანჯებოდა”.

“სამშობლო, მაპატიე, რომ “кусок говна” ვარ – გულწრფელად წერდა ერთი პეტერბურგელი პოეტი. მას სინდისი მაინც ყოფნიდა, რომ ეს სამწუხარო სიმართლე გაეცნობიერებინა, რადგან მისი თანაკლასელების უმეტესობას ესეც არ შერჩენოდათ. ზუსტად მაშინ, როდესაც ამ გვერდს ვწერ, BBC-ის მეორე არხზე, ჩვენი დროის ახალ გმირზე, ვლადიმერ პოზნერზე გასაოცარი დოკუმენტალური ფილმი გადის. – დიახ, ზუსტად იმ პოზნერზე, რომელიც მისი იდეალური ინგლისურითა და ფრანგულით, დასავლელ, ამერიკელ, ინგლისელ და ფრანგ მაყურებელს ეკრანებიდან წლების განმავლობაში საბჭოთა სისტემის უპირატესობასა და საბჭოთა პოლიტიკის მშვიდობისმოყვარეობაში არწმუნებდა. ასევე იმაში, რომ სახაროვი სწორად გადაასახლეს, ავღანეთში სწორად შეიჭრნენ და საგიჟეთში მხოლოდ გიჟებს მკურნალობდნენ. ახლა კი არანაკლები დამაჯერებლობით, ცრემლნარევი თვალებით ყვება, თუ როგორ იტანჯებოდა მთელი ეს წლები.

საზღვარგარეთ დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ. მაშინ როდესაც მისი პროდუქცია უცხოეთში “ექსპორტზე გადიოდა” – ამ ყველაფრის მოფიქრება ხომ საშინელებაა! მას არ ენდობოდნენ, მშობლიურ საბჭოთა ტელევიზიაში არცერთი გადაცემის წამყვანად არ ნიშნავდნენ! ამის გამო მას ტყუილების თქმა უწევდა – ვის არ მოსვლია! – ამ ყველაფრის გამო ის კიდევ უფრო იტანჯებოდა, თუმცა საკუთარი ტალანტის გადასარჩენად რას არ გააკეთებ.

და მაინც რაში გამოიხატება ტალანტი?! – იმაში, რომ თავისი უნაკლო ინგლისურით და ფრანგულით სხვებზე უკეთესად ტყუოდა. უნდა ითქვას, რომ BBC კარგად შეეცადა გმირი შეექმნა. ეტყობა, რომ მართლაც ძალიან უნდოდათ მსგავსი პოზნერები შეექმნათ – ოღონდ დასავლელი!

კამერაში სიყვარულით გვიჩვენებენ დილით მორბენალ პოზნერს, პოზნერს ამერიკელ ტყუპ დონაჰიუსთან, პოზნერს სახლში, ახალგაზრდა პოზნერს და ბებერ პოზნერსაც. აი “მისი”
სკოლა ნიუ-იორკში, სადაც ის იძულებით დატოვებულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებამდე სწავლობდა. აი პოზნერის სახლიც, რომელიც ლიბერალური ნიუ-იორკის ცენტრში, გრინვინჩ-ვილიჯში მდებარებს. სახლი არც ისე იაფია, დღევანდელი მდგომარეობით რამდენიმე მილიონი ღირს. მაშინაც შესაბამისი ფასი ჰქონდა. თუმცა, ეს ბედნიერება წყეული მაკარტიზმის გამო სამუდამოდ დაკარგულია. პოზნერი – უფროსი, მრწამსით კომუნისტი და პასპორტით საბჭოთა მოქალაქე, არ სურდა განშორებოდა თავის ფუძეს. რისთვის ასეთი უსამართლობა!

წამყვან ჰოლივუდურ კომპანიაში სამსახური დაკარგა. საბჭოთა კავშირში დაბრუნება მოუწია – ტანჯვა! ახლა კი თავისი ბავშვობის სურათის შემყურე პოზნერი ტირის! დიახ, დიახ ნამდვილი ცრემლებით.

ეს ფილმი ვიდეოზეც კი ჩავწერე, რადგან მტკიცებულების გარეშე არავინ დამიჯერებს. ვისაც არ სჯერა, საავტორო უფლებების მიუხედავად, ფულის სანაცვლოდ ვაჩვენებდი საკუთარი ბავშვობის სურათის შემყურე, აცრემლებულ პოზნერს!

და აი კულმინაციაც – 1991 წლის აგვისტო – ტანკები მოსკოვის ქუჩებში, “გედების ტბა”
საბჭოთა ეკრანებზე და პოზნერის გათავისუფლება! კადრები ფორმანის ფილმიდან “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

მუდამ მორჩილი გიგანტური ინდოელი, რომელიც იატაკიდან ტუმბოს გლეჯს და ფანჯარას ამსხვრევს. თავისუფლება! მან ეს შეძლო.

“არასოდეს მივცემ თავს უფლებას, ვირწმუნო ადამიანის, მთავრობის და იდეოლოგიის, არასოდეს, არასოდეს!” – როგორც ყოველთვის, დამაჯერებლად, თავისი უნაკლო ინგლისურით ეკრანებიდან ჰყვებოდა და ეს ყველაფერი ბებერი მეძავის ფიცს მოგაგონებდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ცხოვრებაში არავისთან არაფრის სანაცვლოდ არ დაწვება. სიკეთეს უკვე არავინ ითხოვს. რა შუაშია აქ რწმენა? ჩვენ ხომ უკვე აგვიხსნეს იმის, რისიც მას არ სჯერა – ის მთელი ცხოვრება იტყუებოდა და იტანჯებოდა” – ნათქვამია ბუკოვსკის წერილში.

წყარო: მთავრი არხი

banner
წინა სტატიაშიგოგი ჩიხლაძე: ასეთი ზარი ჩემს მიმართ “უფრო მკაცრ” ორგანოებსაც არ უკადრებიათ-რა ხდება მარტვილში?!
შემდეგი სტატიაკოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში