საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით აფხაზეთში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მოქალაქეები დააკავეს

საქართველოდან უკანონოდ საზღვრის დარღვევის ბრალდებით აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავეს. შემთხვევა დე-ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებისას მოხდა გალის რაიონში. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ეგვიპტის მოქალაქეები: ვაილ იბრაჰიმ უხბი ალგადამი, მუჰამედ მომდოხ ელსამუ, მუსტაფა აჰმედ ომარ აჰმედი, ემად მოჰად აბდული, მუჰამედ ბილიალ ხიჯაზი, მუსტაფა აჰმედ ომარ აჰმედი, მოჰამედ მამდუჰ აბდელსატარ ელშამი, სომალის რესპუბლიკის მოქალაქეები აბდულკადირ ალი აკილ მაიე, აჰმედ ალი აკილა მაი, იემენის მოქალაქეები: აბდულაჰმან კასიმ ჰასან სალეხი, ჰასან ხამზა მოჰამედ კასემი, აჰმედ მოჰამედ სალახი, სუდანის მოქალაქეები₾ აბდულა მოჰადინ ჰაბიბალა მოჰამედი, ხიშამ ჰასან აბდელჰალიმ აჰმედი, ალი აბდუ ჰუსეინ მოჰამედ ნოური.

დააკავებულების წინააღმდეგ საქმე აფხაზეთის თვითგამოცახდებული რესპუბლიკის სისხლის სამართლის 324-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც თავისუფლების 5 წლამდე შეზღუდვას გულისხმობს. მიმდინარე ეტაპზე დაკავებულებს სოხუმის სასამართლომ 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ირწმუნება, რომ “საქართველოდან აფხაზეთში არაკანონიერი მიგრაციის არხის ორგანიზაციით დაინტერესებულნი არიან საქართველოს სპეცსამსახურები”, რასაც, თითქოს დაკავებულებიც აღიარებენ. უწყების აზრით, არაკანონიერი მიგრაციის  ამ არხს საქართველოს სპეცსამსახურები შესაძლოა იყენებენ  რუსეთის და ევროპის ტერიტორიაზე ტერორისტთა შესაგზავნად.

 

 

წყარო

banner
წინა სტატიაშირუსი ვიცე-პოლკოვნიკი სირიაში მოკლეს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ნატო-ს ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა