“საზღვართან” მოიყვანეს პაციენტი, აქეთ ჩვენი “სასწრაფო” ელოდებოდა, მაგრამ ვერ გადმოიყვანეს “

ოკუპირებული ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ადგილობრივები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მისაღებადაც კი ვერ გადმოდიან. საოკუპაციო რეჟიმს ყველა გადასასველი ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს.

ოკუპირებული ახალგორის 1500-მდე მკვიდრი პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების აღებას ვერ ახერხებს, მაღალი ფასების გამო კი, მათ საჭირო პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენის საშუალებაც არ აქვთ.

“ვმუშაობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაცნობებთ, ყველა საერთაშორისო ფორმატში ამას ვაყენებთ. ეს არის ჩვენი თავიდან მოშორების მცდელობა. ჩვენ გვინდა რეალური ნაბიჯები დავინახოთ. ადგილობრივი ხელისუფლება ხედავს, რომ რამდენი გარდაცვლილი შეიძლება იყოს მათ ანგარიშზე და ხვდება, რომ არ შეუძლიათ აქ ადამიანების დაცვა და თვითონ რაღაც შავ გზებს ეძებენ. ჩვენ შავი გზები არ გვაინტერესებს, ჩვენ გვინდა დაუყოვნებლივ, პირობების გარეშე გადაადგილების აღდგენა,”- აცხადებს ახალგორის მკვიდრი თამარ მეარაყიშვილი.

banner
წინა სტატიაში“არაადეკვატურია ღატაკი ქვეყნისთვის გიგანტური რესურსის ჩაყრა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მანქანებმა იარო​ნ”
შემდეგი სტატია” ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინის გავლენის პირობებში შესაძლებელი იქნება გარღვევა და ამ გზით, გვერდს ავუვლით ოკუპაციის პრობლემას”