საზღვარგარეთ ბიზნესის კეთების საფრთხეები

2013 წელს, როდესაც მაიამელმა ბიზნესმენებმა, მორდეხაი “მოტი” კორფმა და ურიელ ცვი ლაბერმა შეისყიდეს სამთო მრეწველობის ოპერაცია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში, მათი სახელები დაემატა იმ უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენების გამორჩეულ ხაზს, რომლებიც ქონების მოხვეჭას მანგანუმის, თანამედროვე რკინისა და ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელი დანამატის, მსოფლიო დონის წყაროს საშუალებით ცდილობდნენ.

მაგრამ როგორც ყველა წინა მფლობელმა – კრუპების ოჯახმა გერმანიიდან, სამხრეთ აფრიკელი ოპენჰაიმერების ოჯახმა და ამერიკელმა ფინანსისტმა, ავერელ ჰარიმანმაც კი (რომელიც ამ საქმეში თვით ვ.ი. ლენინმა ჩართო, რუსეთის რევოლუციის ხელმძღვანელობიდან მალევე) – აღმოაჩინეს, ამ ბიზნესში ადვილი არაფერია.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში გლობალურ ინვესტიციებში აშშ-ს წილი შემცირდა, ამერიკული ბიზნესი კვლავ მჭიდროდ არის ინტეგრირებული საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვთან. ეს განსაკუთრებით მაიამის ეხება, რომელსაც ხშირად ლათინური ამერიკის ბიზნეს-დედაქალაქს უწოდებენ.

და თუნდაც დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის, საზღვარგარეთ ბიზნესის კეთება – სადაც კულტურა, საბანკო და სამართლებრივი სტანდარტები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს აშშ-სგან – ხშირად იწვევს გართულებებს.

მაგალითად, 2013 წლის ერთ გახმაურებულ საქმეში, ბროვარდელი (ქალაქი ფლორიდაში) ბიზნესმენი პეკინში, საწარმოს ოფისში ჩაკეტეს მუშებმა, რომლებიც მოითხოვდნენ გაზრდილ ანაზღაურებას და სარგებელს.

თვით მულტინაციონალურ გიგანტებსაც კი შეიძლება დაასვას დაღი. პეპსი, კოკა კოლა და მაკდონალდსი იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებმაც ვენესუელაში მილიონები დაკარგეს იქ პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო.

მაგრამ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ბიზნესის კეთებას განსაკუთრებული სირთულეები შეიძლება მოყვეს. არაკომერციული სადამკვირვებლო ჯგუფის, საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით რუსეთი 176 ქვეყანას შორის დაბალ, 131-ე ადგილზეა გამწესებული და ასევე ცუდი ან უარესი ადგილები უკავიათ ყოფილ საბჭოთა მოკავშირეებს. ედის ირონიით, საქართველო გაცილებით უკეთეს, 44-ე ადგილზე იმყოფება.

ვრცელი გეოგრაფიის, დიპლომატიური ინტერესების, კულუარული პოლიტიკის და მიუწვდომელი სიმდიდრის გავლენის კომბინაციამ კორფს და ლაბერს ჯაშუშური რომანის მსგავსად ჩახლართული არეულობა მოუტანათ, სახელისუფლებო ყრუ კედლებთან შეჯახებებით, გავლენიანი ოლიგარქებით, ტოქსიკური ნარჩენებით და დღესასწაულებისა და დასვენების დღეების კორპორატიული მიტაცებებით სავსე.

განურჩევლად ადგილმდებარეობისა, წიაღისეულის მოპოვების ოპერაციები რთულია, ხშირად მოიცავს დიდ წინასწარ ინვესტიციებს, როგორც ჩანს, ყოველთვის მშფოთვარე
მუშებს და მსოფლიო ბაზრის კაპრიზებს პროდუქტის მოთხოვნაზე. რაც კიდევ უფრო ართულებს ამგვარ სიტუაციებს, არის გეოგრაფია, როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური. მაღაროს კომპლექსი მდებარეობს ჭიათურაში, დასავლეთ საქართველოში. საუკუნეზე მეტია, რაც ის ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გვირგვინის ერთ-ერთი მთავარი სამკაულია. შესაბამისი დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში მას შეუძლია აწარმოოს ქვეყნის მიმდინარე ექსპორტის სრული რაოდენობის 10%. აშშ-ს ექსპორტისთვის ეს პროპორციულად იმდენივე იქნებოდა, რასაც საჰაერო-კოსმოსური და თავდაცვის მრეწველობა ქმნიან ჯამში.

მაგრამ ეს შორს იყო 2006 წლის სიტუაციისგან, როდესაც კორფისა და ლაბერის უკრაინელმა ძველმა პარტნიორებმა, პრივატ ბანკის მფლობელებმა შეიძინეს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული გაბანკროტებული ს/ს “ჭიათურმანგანუმი” და ზესტაფონის მიმდებარედ არსებული გადამამუშავებელი საწარმო, ბრიტანული ფოლადით მოვაჭრე გიგანტის, სტემკორისგან. კორფი და ლაბერი საქმეში წლების შემდეგ ჩაერთვებიან, თავდაპირველად ეხმარებიან ინვესტიციის მართვაში და მოგვიანებით, 2013 წლის კორპორატიული რეორგანიზაციის დროს აქციონერები ხდებიან. შეძენის ღირებულება არ გამჟღავნებულა.

გასაკვირი არაა, რომ ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყანაში წიაღისეულის მომპოვებელ საქმიანობაში ჩართვის სურვილი უცხოელ და ადგილობრივ ბიზნესმენებს სურდეთ.

“ეს მსოფლიო დონის საბადოები იმდენად მდიდარია, რომ ადგილობრივმა მაღაროელებმა მხოლოდ წერაყინებითა და ბარებით შეძლეს მიეღწიათ ღირსეული შემოსავლისთვის მექანიზაციის შემოსვლამდე, რამაც პროდუქციის წარმოება მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის ნახევრამდე გაზარდა.”, ამბობს ნინო გუჯარაიძე, არაკომერციული ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელი დირექტორი, რომელთაც ვრცელი კვლევა ჩაატარეს ამ სექტორში. “ამ საბადოსთვის კომერციული ბრძოლა ქონდათ გაჩაღებული ბრიტანელებს და ფრანგებს, გერმანელებს, შემდეგ რუსებს და რა თქმა უნდა, საბჭოელებს. სამწუხაროდ, ქართველებს ეს არასდროს გაუკეთებიათ ეს ძალიან კარგად”.

მიუხედავად ამისა, ახალი მყიდველებისთვის ეს საკმაოდ სტაბილური ინვესტიცია ჩანდა. საქართველოს 2003 წლის რევოლუციამ დაამხო საბჭოთა სტილის სახელმწიფო და ხელისუფლებაში მოიყვანა კოლუმბიის უნივერსიტეტის მომზადებული იურისტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შეპყრობილი გახლდათ რეფორმით, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რათა ევროპის ფუნქციონალურ ნაწილი გამხდარიყვნენ. ჩანდა, რომ კანონის უზენაესობა ფესვებს იდგამდა.

გარდა ამისა, უკრაინელებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება სამთო-მომპოვებელ და ფოლადის წარმოების სფეროში.პარტნიორები, იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლიუბოვი, აგრეთვე იყვნენ ქვეყნის სხვადასხვა ვერსიით ორი უმდიდრესი ბიზნესმენი. კორფი მათ 1990-იანი წლების დასაწყისში შეხვდა, როდესაც დამწყები ოლიგარქები სწრაფად იხვეჭდნენ თავიანთ სიმდიდრეს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ ქაოტურ მოვლენებში, როგორც ლეგალური, ისე ზოგჯერ საეჭვო გზით, “ნიუ იორკერში” და სხვაგან გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით.

როგორც ამერიკული კომპანია, კორფი და ლაბერის მაიამიში დაფუძნებული Georgian American Alloys-ში თვლიდნენ, რომ მათ ასევე შეეძლოთ დაყრდნობოდნენ ძია სემის
ძლიერ ქოლგას, რომელმაც თავად განახორციელა დიდი ინვესტიცია ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში. ერთ სულ მოსახლეზე გამოანგარიშებით საქართველო (4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით) არის აშშ-ს მიერ გაცემული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები. “კონგრესის კვლევითი სამსახურის” მიხედვით, 2012 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტით 85.5 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი. ვაშინგტონსა და თბილისს ასევე აქვთ მჭიდრო სამხედრო კავშირები და ქვეყანა რეგიონში აშშ-ს მთავარ პარტნიორად განიხილება.

აღნიშნული კონტექსტი კიდევ უფრო რთულს და ჩახლართულს ხდის იმას, რაც შემდგომ მოხდა. მაისში GGA (Georgian American Alloys)-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანიის, ცნობილი, როგორც “ჯორჯიან მანგანეზი” ფაქტობრივი ექსპროპრიაცია განხორციელდა, სამართლებრივი მანევრის საშუალებით, რამაც უაღრესად დაასუსტა კომპანია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კორფმა და მისმა პარტნიორებმა ასევე შეიძინეს ახლომდებარე ჰიდროელექტროსადგური ენერგოინტენსიური ბიზნესისთვის გაურკვეველი ოდენობის თანხით და შემდეგ, კომპანიის ანგარიშების მიხედვით, დამატებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დანიშნა სპეციალური მმართველი ჭიათურის მხარეში დიდი ხნის განმავლობაში არსებული გარემოსდაცვითი დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მოსამართლე ნინო ბუაჩიძის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელი ქარხანა მადნის მინერალებისგან გასაწმენდად გამოყენებულ გადაუმუშავებელ სამრეწველო წყალს და ნარჩენებს ახლომდებარე მდინარეში ღვრიდა, რამაც გამოიწვია “უხეში დაბინძურება”, შესაბამისად, ეს იყო “ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა, რომელიც ზემოქმედებს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში”.

მაისის შუა რიცხვებში გაცემული განკარგულებით, სპეციალურ მმართველს მიეცა წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე და მართვის უფლებამოსილება ბიზნესის ყველა ასპექტზე. კომპანიის მტკიცებით, აღნიშნული ნაბიჯი სცილდება ყველა იმ საჭიროებას, რაც შეიძლება განკუთვნილი იყოს გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

“ეს ყველაფერი მხოლოდ საბაბია, ჩვენი ოპერაციების ხელში ჩასაგდებად; მოთხოვნები, რომლებსაც აყენებენ, არის მხოლოდ მცდელობა, მხარი დაუჭრონ გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული კომპანიისთვის ქართული აქტივების წართმევას”, ამბობს მაიამიში კომპანიის იურისტი, რობერტ პაუელი. “იმავე ტერიტორიაზე სხვა ქართული კომპანიებიც არიან, რომლებიც სამთო-მომპოვებელ და ფეროშენადნობთა წარმოების სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ ასე არ ეპყრობიან. “ჯორჯიან მანგანეზი” გამოცალკევებული ყავთ, რადგან ის უცხოელთა მფლობელობაშია. ეს ძალიან ნათელია ჩემთვის”. საწარმოს ოპერირებამ მოგება 2012 წელს დაიწყო და საუკეთესო წელი ჰქონდა 2016-ში, როდესაც 250 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი გამოიმუშავა.

მაგრამ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ამტკიცებს, რომ კომპანიამ ეს თავად მოუტანა საკუთარ თავს. მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორებმა კომპანიას არსებული ტექნიკური შეუსაბამობების შესახებ პირველად 2012
წელს აცნობეს და ქართულ-ამერიკულ საწარმოს საკმარისი დრო მიეცა ხარვეზების გამოსასწორებლად, მაგრამ ბითაძის თქმით, კომპანიამ ფეხი ფეხზე გადაიდო და საბოლოოდ დაიკარგა ეჭვის საფუძველი.

საბოლოო ჯამში, „იყო ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი, დარღვევა ამ კომპანიის მიერ; მათ რომ თვეში მხოლოდ დაახლოებით 4000 დოლარი დაეხარჯათ ამ პრობლემების გადასაჭრელად, ისინი ახლა არ იქნებოდნენ ამ სიტუაციაში, ” – თქვა ბითაძემ ინტერვიუში. მისი თქმით, მისი სამინისტროს ერთი წლის წინ სურდა სასამართლოს განჩინება, მაგრამ სხვა სამთავრობო უწყებებმა დაარწმუნა თავი შეეკავებინათ. მის სამინისტროს ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე სურდა სასამართლოსგან განჩინების მიღება, მაგრამ სხვა სამთავრობო უწყებებმა დაიყოლიეს, რომ თავი შეეკავებინათ.

თავის მხრივ, GGA აცხადებს, რომ ისინი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ, რომელითაც მათ ჩამოეჭრებოდათ წინა მფლობელებისგან მემკვიდრეობით მიღებული ვალდებულებები. მათი მტკიცებით, მათ გეგმებს, რომ 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩაედოთ ახალ გადამამუშავებელ ქარხანაში, ხელი შთავად მთავრობამ შეუშალა, რომელმაც გააჯანჯლა ნებართვის გაცემა.

ადგილზე, საქართველოში კომპანიის ოფიციალური პირები კიდევ უფრო მკაფიოდ მოიხსენიებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც უფრო დიდი, “კომპანიის დანგრევის” კარგად ორგანიზებული სქემის ნაწილად.

ისინი მიუთითებენ მოსამართლის მიერ ერთ ღამეში მომხდარ რეაგირებაზე, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ 1200 გვერდიან შუამდგომლობაზე, რომელიც სპეციალურ მმართველს საშუალებას აძლევდა დაერეგისტრირებინა განჩინება გრძელი სადღესასწაულო უიქ-ენდის წინ. წორედ მაშინ გამოჩნდა სპეციალური მმართველი გადამამუშავებელ ქარხანაში, გამოაცხადა თავი უფლებამოსილ პირად და გაათავისუფლა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეს ყველაფერი მოხდა მანამ, სანამ კომპანია საერთოდ შეიტყობდა, რომ კომპანიის მართვის უფლების ჩამორთმევის საკითხი განიხილებოდა, აცხადებენ კომპანიის აღმასრულებელი პირები.

აღნიშნული საქმე შეისწავლა პატივსაცემი გლობალური ანტიკორუფციული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ადგილობრივმა ფილიალმა და დაასკვნა ივლისში, რომ სათანადო პროცესი უარყოფილ იქნა. ეს იყო მხოლოდ ერთ -ერთი სერია უაღრესად საეჭვო სასამართლო გადაწყვეტილებებისა საქართველოში უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ, დასძინა მან თავის ანგარიშში. საერთაშორისო გამჭვირვალობამ დაასკვნა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ “სპეციალურ მმართველს მინიჭებული აქვს დაუსაბუთებლად ფართო უფლებამოსილება” და აღნიშნა, რომ “ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კომპანიის მართვის სამივე შტოს, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების უფლებამოსილებებით აღჭურვა, მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით სპეციალური მმართველი მხოლოდ ლიცენზირებადი/სანებართვო საქმიანობის განსახორციელებლად ინიშნება.”.

ამან შექმნა შთაბეჭდილება, გრძელდება ივლისის მოხსენება, რომ “ სასამართლო მოქმედებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის” ინტერესების წინააღმდეგ და გადაწყვეტილების
მიზანს კომპანიის მენეჯმენტის და წილების უმრავლესობის მფლობელის მართვიდან

ჩამოშორება წარმოადგენდა.”
კომპანიის აღმასრულებლები აცხადებენ, რომ მათი ტელეფონები ისმინებოდა.

მათი თქმით, დაძაბულობა კომპანიის აღმასრულებლებსა და სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს შორს განსაკუთრებით მძაფრი იყო უფლებამოსილების თავდაპირველი ჩამორთმევის დროს და მოიცავდა შეხლა-შემოხლებს პერსონალის, კომპიუტერებსა და აითი სისტემაზე წვდომის გამო.

ამ გადმოსახედიდან კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ადრევე უნდა შეემჩნიათ. პირველი “გასროლა” მოულოდნელად მოხდა 2015 წელს, 89.7 მილიონი აშშ დოლარის ბეგარის დაკისრებით, რომელიც დაფუძნებული იყო მთელ რიგ პრეტენზიებზე, რომელთან კომპანია დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ადასახაადის თითქმის ნახევარი, კომპანიის აღმასრულებელთა თქმით, დაფუძნებული იყო მაღაროში მომპოვებელი საქმიანობის დროს არსებული ნარჩენების ინვენტარიზაციაში გამოთვლას, რადგან იგი შეიცავდა გაუყიდავი მადნეულის ნაშთებს.

მას შემდეგ, რაც GAA-მა იჩივლა დაკისრებული გადასახადების გამო, ოთხი ცალკეული სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო კომპანიის და საქართველოში მისი აღმასრულებლების წინააღმდეგ. აგრეთვე დაიწყო მოკვლევა შვეიცარიასა და ლუქსემბურგში. აღნიშნული გამოძიებები კომპანიის მტკიცებით გახლდათ “სათევზაო ექსპედიცია” და კომპანიის “დაშინების მკაფიო მცდელობა”. გლობალური იურიდიული ფირმის, “ბეიკერ მაკკენზის” მიერ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი მასალები აგრეთვე ამტკიცებს, რომ გამოძიება ჩატარდა საქართველოს მთავრობის დაკვეთით. გამოძიება შეიცავს ბრალდებებს, რომ GGA-მა ჩაიდინა საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება.

კომპანიის წარმომადგენლებისთის ასევე საეჭვოა 2017 წლის მაისის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დრო; ეს მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც GAA-მ შეატყობინა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს, რომ ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე აპირებდა მიემართა საერთაშორისო არბიტრაჟისთვის 2015 წლის საგადასახადო საკითხზე. “დროის სინქრონიზაციის ასეთი აღმაშფოთებელი და საგანგებო განვითარების გათვალისწინებით, ეჭვია არაა, რომ ამას რეპრესიული ხასიათი აქვს”, ნათქვამია კომპანიის მიერ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილ განახლებულ ანგარიშში. “”ეს ქმედება თავისთავად წარმოადგენს GAA-ის ინვესტიციის ექსპროპრიაციას.”

აშშ-ს საელჩოს სპიკერმა თბილისში, ქრისტინ რობერტსმა განაცხადა, რომ საელჩო ამაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. არაოფიციალურად, ჩანაწერის გარეშე, აშშ-ს ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მათ გარკვეულწილად გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ქართველი ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული განმარტებები ამ საქმის განხილვისას: ”მაგრამ სასამართლო არის დამოუკიდებელი და ეს არ არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომლის დანერგვასაც ცდილობდით აქ?” მიუხედავად ამისა, წყაროები ამბობენ, რომ აშშ -ს ოფიციალურმა პირებმა ეს საკითხი დააყენეს საქართველოს მთავრობის წინაშე უმაღლეს დონეზე. ივნისის ბოლოს, ადგილობრივი ქართული სასამართლო დათანხმდა მოთხოვნას
სთხოვა თბილისის შემოსავლების სამსახურს კიდევ ერთხელ გადაეხედა საგადასახადო შეფასებისთვის, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელები შიშობენ, რომ ეს შეიძლება მხოლოდ დროებითი გადავადება იყოს.

დასავლელ ჩინოვნიკებს, კანონის უზენაესობის პატივისცემის გამო, როგორც წესი, უჭირთ აღიარონ ძალაუფლების სპექტაკლები, შენიღბული იურიდიულ ქმედებად, ამბობენ პოსტსაბჭოთა სამართლებრივი კულტურის ექსპერტები. მათი თქმით, კორპორაციების “კანონიერი” რეიდების პრაქტიკა – სახელწოდებით “რეიდერსტვო” – საკმაოდ გავრცელებული იყო მინიმუმ ათი წლის განმავლობაში. ოგორც თომას ფაირსტოუნმა დაწერა, 2008 წელს The International Lawyer-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, “რუსი “რეიდერები” ეყრდნობიან სასამართლოს განაჩენებს, აქციონერთა და დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებებს, სასამართლო პროცესებს, გაკოტრების პროცედურებს და სხვა ვითომ “კანონიერ” საშუალებებს, თავიანთი საქმიანობის დასაფარად.”

ქართული დადგენილება სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ – დამოწმებული ადგილობრივი უზენაესი სასამართლოს მიერ – ერთ-ერთი ასეთი მაგალითია.

კორფს ალბათ უნდა სცოდნოდა ამ საფრთხეების შესახებ. 19 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მაიამი ბიჩზე გაზრდილმა ბრუკლინის რაბინული სკოლა დაამთავრა, იგი წავიდა უკრაინაში, ხაბად-ლუბოვიჩის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარულ მისიაში, სადაც მამამისი, აბრაამ კორფი მუშაობდა. კორფმა მალევე იპოვა თავისი თავი ვაჭრობაში “ნათურებით დაწყებული, ჩაქუჩებით დამთავრებული” – თქვა კორფმა. მან ისწავლა რუსული და იქვე გადაეყარა თავის მომავალ პარტნიორებს. იგი სამი წელი დარჩა იქ.

ირონიულია, რომ კორფის მთავარი ბიზნეს-პარტნიორები უკრაინის ორი ყველაზე ცნობილი ოლიგარქ-რეიდერები არიან: კოლომოისკი, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს და ლონდონში მცხოვრები ბოგოლიუბოვი, რომელთაც ერთობლივად დააფუძნეს დნეპროპეტროვსკში “პრივატ გრუპი”. 2000-იანი წლების პირველი ათწლეულის განმავლობაში, მასობრივი კორპორატიული რეიდების საშუალებით პრივატ გრუპის კონტროლქვეშ მოექცა მნიშვნელოვანი წილები უკრაინის თითქმის ყველა ინდუსტრიაში, მათ შორის ლითონების, ქიმიური მრეწველობის, ენერგოსფეროს, საბანკო და მედია სფეროების. მისი ბანკი აკონტროლებდა ქვეყნის დეპოზიტების დაახლოებით 20%-ს.

და ერთ შემთხვევაში, ჯერ კიდევ 2006 წელს, პირდაპირი მნიშვნელობით რეიდის საშუალებით “ასობით დაქირავებულმა ხულიგანმა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ბეისბოლის ჯოხებით, რკინის ხელკეტებით, გაზის და რეზინის ტყვიების პისტოლეტებით და ბენზოხერხებით, ძალით დაიკავეს” კრემენჩუკის ფოლადის ქარხანა, იტყობინება Forbes-ი.

”მომეცით 1 პროცენტიანი წილი და მე მთელ კომპანიას დავითრევ” – დაიტრაბახა ერთხელ კოლომოისკიმ Forbes-ის ჟურნალისტთან კიევში.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი, რაც კორფს ყოველთვის არ შეეძლო, არის აღიარება. ”მე ვფიქრობ, რომ ის (კოლომოისკი) არის აქციონერი” – თქვა კორფმა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ინტერვიუს დროს, როდესაც პირველად ჰკითხეს GAA-ს მეპატრონეთა შესახებ. მაგრამ საჯარო დოკუმენტები აჩვენებს, რომ ურთიერთობა სულ
მცირე 15 წლით ადრე დაიწყო და მოიცავს მინერალების წარმოებას დასავლეთ ვირჯინიაში, მანგანუმის სავაჭრო ფირმას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ფოლადის ინდუსტრიის აქტივებს ოჰაიოში, ინდიანაში, ილინოისში, მიჩიგანსა და კენტუკიში. გავრცელებული ინფორმაციით, კოლომოისკის შეძენილი აქვს დაახლოებით $ 250 მილიონი აშშ დოლარის უძრავი ქონება, ძირითადად კლივლენდში, კომპანიის სახელწოდებით Optima Ventures, რომელიც დაკავშირებულია კორფის სიძესთან.

რაც შეეხება ოპერაციას საქართველოში, კორფმა ინტერვიუში თქვა, რომ სანამ
„ყველაფერი რთულადაა…მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ

აქტიურად ვცდილობთ მოლაპარაკებას, რათა საბოლოოდ წავიწიოთ წინ და ჩვენ
გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ ამ მიმართულებით.”

მაგრამ სანამ კომპანია არ გათავისუფლდება სპეციალური მმართველის კონტროლისგან,

მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება.
წინა შემთხვევა საქართველოში, როდესაც სპეციალური მმართველი იყო მიმაგრებული უცხოურ კომპანიაში, იყო 2009 წელს. თავდაპირველი მანდატი იყო ერთი წელი; მას შემდეგ კი ყოველწლიურად ახლდება.

კენ სტიერი სპეციალურად მაიამი ჰერალდისთვის
13 სექტემბერი 2017 წ. 07:00

ორიგინალი იხილეთ PDF აქ…

banner
წინა სტატიაშიკომპანია სუპიდან ხორცს ჰპარავდა ადამიანებს – ქუმსიშვილი უფასო სასადილოებზე
შემდეგი სტატიათიბისისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა