საზღვაო ძალების სარდალმა ნეიჟპაპას ნატოს საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ოლექსიი ნეიჟპაპამ ონლაინ შეხვედრა გამართა ნატოს საზღვაო სარდლობის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კეიტ ბლაუნტთან.
“დიალოგის დროს განიხილეს საზღვაო მიმართულებით არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან საფრთხეები. უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა ისაუბრა ტერორისტული სახელმწიფოს მიერ შექმნილ გამოწვევებზე, რომელიც ბლოკავს სამოქალაქო ნაოსნობას და საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს სანაპირო რაიონებში.” ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურმა Facebook-ზე განაცხადა.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და უკრაინის ფლოტის შესაძლებლობების განვითარების გზები რუსული აგრესიის ეფექტურად შეკავების მიზნით, პირველ რიგში, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-ტექნიკური დახმარების საშუალებით.
დასასრულს, ვიცე-ადმირალმა ოლექსიი ნეიჟპაპამ მადლობა გადაუხადა თავის უცხოელ კოლეგას უკრაინის მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად
შემდეგი სტატიაჩეხეთი უკრაინას სადაზვერვო თვითმფრინავებს გადასცემს