“ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ, რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში,” – ამის შესახებ განცხადებას ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ავრცელებენ და საერთო სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან.
“განცხადება!!!
ორშაბათს 12 საათზე, ლექციების ნაცვლად მივიდეთ აკადემიაში შევიკრიბოთ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია – კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მშვიდობიანი დემონსტრატების დარბევას, სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის შემცვლელი ზარების განხორციელებას!!!
საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ,რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში”, – წერია განცხადებაში.