საზეიმო ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

4 ივლისს, ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ამის შესახებ ,,თაიმერს” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.
ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ელიზაბეტ რუდმა.
ელჩის მოვალობის შემსრულებელმა დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის გაფრთხილებასა და მუდმივად დაცვის საჭიროებას გაუსვა ხაზი: ”ჩვენი მეგობრობა სხვადასხვა პარტნიორთან გვაძლიერებს და ჩვენც ვაძლიერებთ მეგობრებს. ქვეყნებს შორის მეგობრობას ქმნის ბევრი საერთო ინტერესის ქონა. ამ საღამოს, უამრავი მეგობრის გარემოცვაში ვართ, რაც გვახარებს. საქართველოსაც სხვადასხვა დროს უწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება. ჩვენ, საქართველოს დიდი ხანია გვერდით ვუდგავართ ამ საქმეში და დღემდე მხარს ვუჭერთ საქართველოს გარე ოკუპანტებთან ბრძოლაში. ამასთან, მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის NATO-ში გაწევრიანებას. გვწამს, რომ საქართველო ამისათვის მზად არის.”

ასევე, წვეულების ფარგლებში, გაიმართა 4 ივლისის საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება და შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვებზე ზრუნავს.

banner
წინა სტატიაშიასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე სირიის უკვე მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო
შემდეგი სტატიაBTU-ში „სტარტაპკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ