საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა გომში- გარდაცვლილია მამაკაცი

ხაშურის მუნიციპალიტეტში გომის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. “თაიმერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეხაჯა, რის შედეგაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამარშუტო ტაქსმა, რომელიც ამ დროისათვის მონაკვეთზე მოძრაობდა მამაკაცის ცხედარს გადაუარა.

მომხდარი ფაქტი “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 ნოემბერს დაასახელებს
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს