საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება

საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2016 წლის 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge

თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა. საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში – ივლისში.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის, აღნიშნული ბაღის აღსაზრდელებისთვისაც.

რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე შეწყდება.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით:

გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური;

დიდუბე: №15, №23, №92;

ვაკე: №1, №27, №75, №142;

ისანი: №17, №29, №26, №182, №215;

კრწანისი: №51, №206;

მთაწმინდა: №170, ტაბახმელა;

ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80;

საბურთალო №63, №171, №198, №212, „იმედი“ (საბურთალო);

სამგორი №12, №45, №72, №128, №163, №28;

ჩუღურეთი №34, №5.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე: გადაბარების შემდეგ მეტი ინფორმაცია მექნება ჩემს სამომავლო საქმიანობაზე
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე არ გეგმავს