სავიზო შეზღუდვები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც სხვა გადაწყვეტილებებიც მოჰყვება – დავითაია

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება არის ღია მესიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარს უჭერს.

როგორც დავითაია ფიქრობს, სავიზო შეზღუდვები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც სხვა გადაწყვეტილებებიც მოჰყვება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რასაც ჩვენი მთავარი პარტნიორი აშშ დგამს. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, ეს არის ღია მესიჯი – ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ამ ფონზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც ხელს უშლიან ქართველი ხალხის სწრაფვას, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, საუბარია ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ყველას მიმართ დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სანქციები, საუბარია ვიზასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაზე, ეს არის ფინანსური სანქციები, ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯებიც“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

banner
წინა სტატიაშიეს გახლავთ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნების თემა, რომლის შემოგდებაც უნდათ საზოგადოებისთვის სატყუარასავით, თითქოს რუსეთი მზადაა, დააბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი – ჩარკვიანი
შემდეგი სტატიანატო-ს სამხედრო შესაძლებლობები ბევრად აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ნატო-ზე თავდასხმას განახორციელებს – ორბანი