საველე ჰოსპიტალების მოწყობისთვის სამუშაოები აჭარასა და იმერეთშიც მიმდინრეობს

საველე ჰოსპიტალი ჩვენთვის გარკვეულწილად მზაობისა და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით მზადება დაწყებულია აჭარასა და იმერეთში. თამარ გაბუნიამ საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საველე ჰოსპიტლებს გამოიყენებენ უკიდურეს შემთხვევაში და წარმოადგენს მზადებას ყველაზე ცუდი სცენარისთვის.

„ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ორი დიდი რეგიონია, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებებისა და მზაობის უზრუნველყოფა. ამდენად, მიმდინარე სამუშაოები პროცესშია. იმედი გვაქვს, ეს არ დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის იმისი შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდეს, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ანალიზის თანახმად, რეანიმაციაში მკურნალობა 3500-მა პირმა გაიარა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო 1%, ორჯერ ვაქცინირებული – 0.3%
შემდეგი სტატიაგაბუნია – 12 წლის ზემოთ ასაკიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას