სავჩევნომ გამოცხადებული შიმშილობა დაიწყო

უმაღლესი რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ, გუშინ გამოცხადებული შიმშილობა დაიწყო – “ინტერფაქს-უკრაინა” დღეს, 3 აგვისტოს, მისი დის, ვერა სავჩენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ნადია ასევე მოქმედებს როგორც დეპუტატი, როგორც ევროპარლამენტარი… რომელსაც დაურთო თავისი პირადი ინსტრუმენტი – შიმშილობა” – ტქვა ვერა სავჩენკომ. მისი ინფორმაციით, შიმშილობას სამი ადამიანი შეუერთდა – “ორი მამაკაცი უკრაინის ციხეში ხის და ქალი – სამოქალაქო პირია”.

“მე ბიჭების გასათავისუფლებლად ბევრი მეთოდი ვცადე, როგორც მსოფლიო იბრძოდა ჩემთვის. ახლა მათთვის ისე ვიბრძოლებ, როგორც საკუთარი თავისთვის ვიბრძოდი თვითონ” – განაცხადა სავჩენკომ გუშინ, 2 აგვისტოს.
მან ტქვა, რომ “მსოფლიო ხელისუფლებების უმოქმედობას” აპროტესტებს და შიმშილობას “სასურველი შედეგის მიღწევამდე” გააგრძელებს.
“მე პრეზიდენტ პოროშენკოს ტყვეების გაცვლის რეალური გეგმები გადავეცი: ხალხის მიცემა პირველმა უნდა დავიწყოთ, მაგრამ ტყვედ არ არიან პეტრე ალექსეევიჩის (პოროშენკოს) შვილები და ჩვენი შვილებისთვის მას არ ცხელა” – განაცხადა სავჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზთეთში რუსი ტურისტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასირიის ალეპო: ცხოვრება ნანგრევებში (ფოტოგალერეა)