სავჩენკოს თქმით, უკრაინა-დონბასს შორის ვაჭრობას საერთაშორისო ურთიერთობა უნდა დაერქვას

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს თქმით, კიევსა და დონბასს შორის ეკონომიკური კავშირების ლეგალიზაცია უნდა მოხდეს და მას საერთაშოისო ხასიათი უნდა მიეცეს – “112 უკრანის” ეთერში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ თვითგამოცხადებულ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებსა და უკრაინას შორის, მაინც მიდის ვაჭრობა.
“მგონია, რომ, უბრალოდ, ბოლოს და ბოლოს, ამის ლეგალიზაცის უნდა მოხდეს და შავი გზებით შევწყვიტოთ ამის გაკეთება, ან ეს ხელშეკრულებით უნდა გაკეთდეს, რომელსაც სამართლებრივი ხასიათი ექნება, სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე” – განაცხადა სავჩენკომ.

გუშინ, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, იგორ პლოტნიცკიმ რესპუბლიკის დე-ფაქტო წარმომადგენლებს მოუწოდა, მზად იყვნენ ნადეჟდა სავჩენკოსთან შესახვედრად იმ შემთხვევისთვის, თუკი, სავჩენკო ლუგანსკში ჩასვლას მოინდომებს.

“ჩვენ მას უსაფრთხოების გარანტიას მივცემთ” – თქვა პლოტნიცკიმ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ერემაძე: კონკრეტული მოსამართლეების გადასაწყვეტია, რა ინფორმაციას მიაწვდიან გამოძიებას
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: პაპუაშვილს აქვს შესაძლებლობა, დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის ნამდვილად მიუკერძოებელია