სავჩენკოს სიტყვა კიევის აეროპორტში

1sevchenko„პატიება მინდა ვითხოვო იმის გამო, რომ ამ წუთამდე ცოცხალი ვარ. პატიება მინდა ვთხოვო იმ დედებს, რომელთა შვილები ტყვეობაში არიან, მე ვერ დავაბრუნებ დაღუპულებს, მაგრამ მზად ვარ საკუთარი სიცოხლე გავიღო უკრაინისთვის. მე ყოველ წუთს მზად ვარ მოვკვდე იმისათვის, რომ ვიბრძოლო ისეთი სიცოცხლისათვის, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ყველა დანარჩევნებიც თავისუფლებაზე გამოვიდნენ. მადლობა ყველას, იმათაც, ვინც მე ბოროტებას მისურვებდა – მათი სიტყვების წყალობით მე გადავრჩი“ – განაცხადა სავჩენკომ კიევში, ბიროსპოლის აეროპორტში ჟურნალისტებთან პირველ შეხვედრაზე.
ნადეჟდა სავჩენკო 708 დღე იჯდა რუსეთის ციხეში. მან რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა. სავჩენკოს რუსეთმა 22 წელი მიუსაჯა რუსი ჟურნალისტების მკვლელობისთვის და საზღვრის უკანონო დარღვევისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ნადეჟდა სავჩენკო შეიწყალა.
უკრაინის ეროვნული გმირი და რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა კიევში.
მას დედა, და და პრეზიდენტი პეტრე პოროსენკო დახვდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტს ერთი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაპოროშენკომ სავჩენკოს დაბრუნება „ფეისბუქით“ მიულოცა