სავჩენკომ ტიმოშენკოს პარტია დატოვა

უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჯდა სავჩენკომ იულია ტიმოშენკოს პარტია “ბატკივშინა” დატოვა – დღეს უკრანულმა მედიამ გაავრცელა.
“მან თავისი პირადი პოლიტიკური კარიერა დაიწყო. ჩვენ, როგორც ფრაქცია, ვერ ვილაპარაკებთ ადამიანზე, რომელიც არ არის ჩვენი წევრი” – განაცხადეს ტიმოშენკოს პარტიაში. “ბატკივშინას” წევრი ივან კრულკო ამბობს, რომ ნადეჟდა სავჩენკომ პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო, თუმცა, პარტიას ეს არ გაუვრცელებია. გუშინ კი ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ფრაქცია სავჩენკოს გარიცხვაზე იმსჯელებს.

საქმე იმაშია, რომ გუშინ ნადეჟდა სავჩენკო დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან სამხედრო ტყვეების განთავისუფლებაზე ისაუბრა. ამაზე პარტიამ გუშინვე გააკეთა განცხადება, რომ არ ეთანხმება სავჩენკოს პოლიტიკას, ტერორისტებტან მოლაპარაკების გამართვაზე, “ბატკივშინამ” ასევე გაავრცელა, რომ სავჩენკო პარტიას არაფერს უთანხმებს და გადაწყვეტილებებს პირადად იღებს.
Область прикрепленных файлов

banner
წინა სტატიაშირომნიმ გაკვრით მიანიშნა, რომ ტრამპმა მას სახელმწიფო მდივნის პოსტზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიამექსიკის არქიეპისკოპოსმა მარიამ ღვთისმშობელს ტრამპის გულის მოლბობა შესთხოვა