სავჩენკომ შიმშილობა გაანახლა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა ისევ განაახლა – უკრაინული მედია სავჩენკოს ადვოკატს ციტირებს. “ის მხნედ არის, თავს კარგად გრძნობს. შრომისუნარიანია, საათობით მუშაობს ადვოკატებთან და ექსპერტებთან, სამი დღე ჭამა, ცხადია, უკეთეს გუნებაზე იყო ეს დღეები. ერთადერთი, რასაც ის წუხს, არის რომ ნება არ დართეს ის ეჭამა, რაც უნდოდა, ამასთანავე, საუბარი არ არის შებოლილ ხორცზე. მას ნება დართეს, მაგალითად, ეჭამა უცხომი ხაჭო, უცხიმო რძე წყალთან გაზავებული და ერთი ბანანი” – განაცხადა ადვოკატმა.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო შიმშილობის დროებით შეწყვეტაზე დათანხმდა იმისათვის, რომ პოლიგრაფზე (ე.წ. “სიცრუის დეტექტორზე”) დაიკითხოს – 13 აპრილს მისმა ადვოკატმა ოლეგ სოლოვეიმ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიტყვარჩელი სავალალო მდგომარეობაშია
შემდეგი სტატიაქიმიური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ორგანიზაცია დუმაში 18 აპრილს გაემგზავრება