(video) სავჩენკომ რადას სხდომაზე ფეხზე გაიხადა და სავარძელზე ფეხებაკეცილი დაჯდა

უმაღლესი რადას დეპუტატმა ფრაქცია “ბატკივშინადან”, ნადეჟდა სავჩენკომ, მისთვის პარლამენტის პირველ სხდომაზე, ფეხზე გაიხადა და სავარძელზე ფეხებაკეცილი დაჯდა – უკრაინული მედია წერს.
როგორც ვრცელდება, სავჩენკომ ფეხსაცმელი სესიის დარბაზში გაიხადა, პლენარული სხდომისას. “თავის სამუშაო ადგილას. თითქმის ზურგსუკან ტიმოშენკო ზის. ნადეჟდამ ყოველგვარი მორიდების გარეშე გაიხადა შავი ბალეტკები და სავარძელზე ფეხებით აძვრა. ამ სახით ის ყურადღებით უსმენდა რეგლამენტს და რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერაც დატოვა” – წერს უკრაინული მედია.

შეგახსენებთ, რომ დღეს სავჩენკო უმაღლესი რადას სხდომას პირველად ესწრება. ტრიბუნადან მან უკრაინის ჰიმნი იმღერა და პირობა დადო, რომ უკრაინელ მებრძოლებს დააბრუნებს სამშობლოში, ასევე დაღუპულებს პატივი მიაგო. მანამდე, მან პრესის წარმომადგენლებს ძაღლები და ტურები უწოდა. “ჟურნალისტებო, მაპატიეთ, თქვენ ხომ ძაღლები ხართ. თუმცა, ამბობენ, რომ ჟურნალისტების წინაშე არ შეიძლება ცუდი ილაპარაკო. თქვენ ხომ ტურები ხართ, თქვენ მუდამ მზად ხართ თავდასხმისთვის, სიცრუისთვის და თავადაც არ იცით, რატომ” – მიმართა სავჩენკომ მედიას.

https://youtu.be/aj6vN1tlBWo

banner
წინა სტატიაშისიღნაღის თეატრის 6 თანამშრომელი გასტროლის დროს კანადაში სამუშაოდ დარჩა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ბიზნესი