სავჩენკომ რადას დეპუტატებს მოუწოდა ბანდიტებისგან აიღონ მაგალითი

savchenkoუმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ პარლამენტის წევრებს მიმართა “ხალხის წინაშე დანაშაული გამოისყიდონ” – წერს “112 უკრაინა”

“ყველამ საკუთარი თავებიდან დაიწყეთ და დაიწყეთ ისე, როგორც 90-იანების ბანდიტებმა. ისინი იპარავდნენ, მაგრამ ეს აღიარეს, შემდეგ კი ფული ეკლესიაში მიიტანეს. ხალხის წინაშე გამოისყიდეთ დანაშაული. დაიწყეთ საკუთარი თავით, დააბრუნეთ ზედმეტი და შემდეგ თქვენს “ტიტანიკს” ხალხი ხელისგულით ატარებს” – განაცხადა სავჩენკომ და დაამატა, რომ ხალხს შეუძლია უმაღლესი რადა “ჩაძიროს”. “ისეთ ჭურვებს ესვრის, რომ ყველანი დავწვებით. ამ გემიდან გაქცევას ვირთხებიც კი ვერ მოასწრებენ” – განაცხდა სამხედრო მფრინავმა.

banner
წინა სტატიაშიფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
შემდეგი სტატია6 საათზე ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს გამართავს