უმაღლესი რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დონბასში ტყვეების გაცვლა უნდა დაიწყოს – დღეს “ბიბისისთან” ინტერვიუში თქვა.
“მე უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადება მოვისმინე, რომ პრეზიდენტი ტყვეების განთავისუფლების საკითხში ერთადერთი მომლაპარაკებელია. თუკი ის ერთადერთია, მაშინ, წავიდეს იქ და დაელაპარაკოს გაცვლაზე” – თქვა სავჩენკომ.
10 აგვისტოს პოროშენკომ უარი განაცხადა ტყვე ჯარისკაცების დედებთან და ახლობლებთან შეხვედრაზე, რომლებმაც საპროტესტო მიტინგი მოაწყვეს. პრეზიდენტის უარის შემდეგ მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი დონბასში დამოუკიდებლად წავლენ და დამოუკიდებლად დაიწყებენ ჯარისკაცების გასანთავისუფლებლად მოლაპარაკებების წარმოებას.
სავჩენკოს მიერ ორგანზიებული აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 8 აგვისტოს დაიწყო.
ნადეჟდა სავჩენკომ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.