სავჩენკომ პოროშენკოს მეუღლეს სამხედრო ტყვეების გაცვლაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა

სავჩენკომ პოროშენკოს მეუღლეს სამხედრო ტყვეების გაცვლაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა

5უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ სამხედრო ტყეევის გაცვლის მოლაპარაკებებში ჩართვა შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს მარინა პოროშენკოს -წერს უკრაინული მედია.
“შევთავაზე, რომ პირველმა ლედიმ (მარინა პოროშენკო-რედ) და ოკსანა მარჩენკომ (საზოგადოებრივი მოძრაობა “უკრაინის არჩევანის” ლიდერის მეუღლე) მონაწილეობა მიიღონ ამ მოლაპარაკებებში, რადგანაც, ვხედავთ, რომ კაცებს არ შეუძლიათ შეთანხმება” -განაცხადა სავჩენკომ.მისივე თქმით სამხედრო ტყეების გაცვლის პროცესის შემაფერხებელი უკრაინის ხელისუფლებაა.

წუხელ ნადეჟდა სავჩენკომ სამხედრო ტყვეების დედებთან და ნათესავებთან ერთად ღამე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაათენა.
სავჩენკო 2 აგვისტოდან, სამხედრო ტყვეების განთავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ეშმაკის ბორბლიდან 3 ბავშვი ჩამოვარდა
შემდეგი სტატია(ვიდეო) სანკტ-პეტერბურგში რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო