სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ

უკრაინელმა სამხედრომ ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც რუსი ჟურნალისტების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა – ამის შესახებ სავჩენკოს ადვოკარმა ილია ნოვიკოვმა დღეს საკუთარ “ტვიტერ” აკაუნტზე დაწერა.
გუშინ საქმის განხილვისას სავჩენკომ განაცხადა, რომ თუკი სასამართლო განაჩენის გამოტანაზე ორ კვირაზე მეტ ხანს იფიქრებს, ის შიმშილობას დაიწყებს. ბრალდებულმა დაუშვა, რომ განაჩენი შესაძლებელია მას სიკვდილის შემდეგ გამოუტანონ.
მისივე თქმით, ის ასევე არ დაელოდება რუსებზე გაცვლას, რომლებიც უკრაინის ციხეებში არიან. “მე ვაჭრობის საგანი არ ვარ” – თქვა მან.

გუშინვე სასამართლოზე პროკურატურამ სავჩენკოსთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

https://youtu.be/ROpKH6ApuIs

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს გუნდში, რომ ხალხისთვის არ სცალიათ
შემდეგი სტატიანიუ-იორკში საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბესიკ შენგელია დაიღუპა