სავჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინას პრეზიდენტი არ სჭირდება

სავჩენკომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაუჭირა მხარი

უმაღლესი რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინელებს პრეზიდენტის გარეშეც შეუძლიათ ცხოვრება – “ინტერფაქს-უკრაინა” წერს.
“ხალხი უკვე დიდი ხანია სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის გარეშე ცხოვრობს. ჩვენ პრეზიდენტის გარეშეც შეგვიძლია” – განაცხადა დეპუტატმა ზაპაროჟიეში გრაფიტის გახსნაზე.

23 ივნისს სავჩენკომ რუსი ბადრაგების კეთილგანწყობაზე ისაუბრა რუსეთის ციხეში: “როსტოვში შესანიშნავი ბადრაგი იყო. ჩვენ ერთად ვასრულებდით უკრაინულ სიმღერებს. მათ ჩემი უკრაინული ესმოდათ, სიგარეტთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია. ყველაფერი შესანიშნავად იყო” – განაცხადა სავჩენკომ.

11 ივნისს სავჩენკომ დაუშვა, რომ რუსეთი და უკრაინა კეთილი მეზობლები იქნებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს და უკრაინის გარეშე ევროპული პროექტი დასრულებული არ არის – პოლონელი მინისტრი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის კომენტარი დავით საყვარელიძის პოსტზე