სავჩენკომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ლიდერებს იგორ პლოტნიცკის და ალექსანდრე ზახარცენოს “რუსული მხარის” მონაწილეობით შეხვდა – რამდენიმე საათის წინ გაავრცელა დეპუტატმა – წერს “112 უკრაინა”.
“დიახ, იყო შეხვედრა “მინსკის ფორმატის” ფარგლებში ზახარცენკოს, პლოტნიცკისა და რუსული მხარის მონაწილეობით. შეხვედრა “მინსკის ფორმატის” გაძლიერებისკენ არის მიმართული და იმისკენ, რომ ის უახლოეს მომავალში უფრო მოქმედი გახდეს” – განაცხადა დეპუტატმა.
“ხალხი უნდა გამოვიყვანოთ, ომი უნდა დავასრულოთ” – თქვა სავჩენკომ და დაამატა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებში ადამიანები დაინახა და არა ეშმაკები.
შეგახსენებთ, რომ დღეს იულია ტიმოშენკოს პარტია “ბატკივშინაში” განაცხადეს, რომ მისი წევრი და რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო პარტიას არაფერს უთანხმებს. პარტია თვლის, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებები დაუშვებელია – ასეთი კომენტარი გააკეთა პარტიამ სავჩენკოსა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელების მინსკში გამართულ შეხვედრაზე.
“როგორც სრულიად პარტია, ასევე უმაღლეს რადაში ფრაქცია “ბატკივშინა” უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან მოყოლებული დგას პოზიციაზე, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებები შეუძლებელია. ჩვენი პოლიტიკური ძალის ეს პოზიცია დაფიქსირებულია ჩვენს მრავალ განცხადებებში და გამოსვლებში” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. “ნადეჟდა სავჩენკომ თავის პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობაზე რამდენიმე ხნის წინ განაცხადა. ის საკუთარ მოქმედებებს არ ათანხმებს ფრაქციასთან და პარტიასთან” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ერთი ,,ტვიტით,, ამერიკულმა კომპანიამ 3,5 მილიარდი იზარალა
შემდეგი სტატიავიცე-პრემიერი „გაზპრომ-ექსპორტთან“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს