სავჩენკო: უკრაინის მთავრობა უნდა გადადგეს

15უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა, დონბასში სიტუაციის დარეგულირების მიზნით, უნდა გადადგეს – დღეს უკრანული მედია ავრცელებს.
სავჩენკომ საკუთარი აზრი ვაშინგტონში ატლანტიკის საბჭოზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან დააფიქსირა, აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას.

სავჩენკომ არა ერთხელ გააკრიტიკა უკრაინის მთავრობა დონბასისადმი პოზიციის გამო. მისი მიდგომები იმდენად რადიკალურია, რომ რადას რამდენიმე დეპუტატმა მას “რუსეთის აგენტიც” უწოდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ყირიმში რუსულ არჩევნებს არ აღიარებს
შემდეგი სტატია(video) დალაი ლამამ ტრამპს დასცინა