სავჩენკო: ერაყელი პრინცი ჩემში 300 ათას დოლარს იხდიდა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ ერაყში მსახურებისას მან ადგილობრივი პრონცისგან წინადადება მიიღო – დღეს ტელე-ინტერვიუს დროს თქვა სავჩენკომ, რომელიც “გორდონმა” გამოაქვეყნა. დეპუტატის თქმით, პრინცმა მის სამხედრო მეთაურს 300 ათასი ამერიკული დოლარი შესთავაზა სავჩენკოს გამოსასყიდად. დეპუტატის თქმით, მაშინ ამ წინადადებას სიცილით და “ველური გაუგებრობით” შეხვდა, თუმცა, შემდეგ მიხვდა, რომ “ერაყისთვის ასეთი სიტუაცია სავსებით ნორმალურია”.
დეპუტატმა თქვა, რომ პრინცის მიერ შეთავაზებული თანხა ძალიან დიდი იყო, რადგანაც, როგორც წესი, სტანდარტი 2,5 ათასი დოლარია.

გუშინ სავჩენკომ ასევე განაცხადა, რომ “მას ყავს უკრაინა” და პირადი ცხოვრება მისთვის არ არის მნიშვნელოვანი.

banner
წინა სტატიაშიდავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიალუკაშენკომ პუტინს ღვიძლი ძმა უწოდა