სავჩენკო “ცხვარი დეპუტატების” გამო, შესაძლებელია, დაისაჯოს

უმაღლესი რადას დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს გამონათქვამი ცხვარ-დეპუტატებზე რეგლამეტის კომიტეტმა უნდა განიხილოს – ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა ტატიანა რიჩკოვამ განაცხადა – უკრაინული მედია წერს.
“გუშინ “ბატკივშინას” დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ საკუთარი აღზრდის და პარალმენტარიზმის უნარის დემონსტრირება მოახდინა” – აღნიშნა რიჩკოვამ. მისი თქმით, მსგავსი მოქმედებები არა მხოლოდ უმაღლეს რადას ვნებს. მან ხაზგასმით აღნიშნა,რომ სავჩენკო “ცნობიერად თუ არაცნობიერად კრემლს უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ეხმარება”.

სავჩენკომ გუშინ რადაში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარებს “ცხვრები” უწოდა, რომლებიც ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, თუ რომელს უფრო კარგი რქა აქვს. პასუხად, დეპუტატმა ირინა ლუცენკომ სავჩენკოს უწოდა “თხა, რომელიც პარლამენტში მსოფლიო საზოგადეობის წყალობით მოხვდა”.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზად სარეცხი ფხვნილის უქონლობა დაასახელა
შემდეგი სტატიაჯასტინ ბიბერმა გერმანიაში გამოსვლისას იტირა (ვიდეო)