სავასლეიკას ბაზაზე რუსულ MIG-31K და SU-34/30-ს დავარტყით – გენშტაბი

უკრაინიდან 645კმ-ში, რუსეთში- ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სავასლეიკას საჰაერო ბაზაზე, სადაც განთავსებულია KH-47 Kinzhal-M-ის ტიპის გადამტანი MIG-31K-ს ტიპის რაკეტმზიდები, უკრაინული კამიკაძე დრონების თავდასხმა მიმდინარეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნიჟნი-ნივგოროდის ოლქში, სავასლეიკას ავიაბაზაზე რუსეთის საჰაერო ძალების 2 თვითმფრინავის – MIG-31K-ს ტიპის რაკეტმზიდი და SU-34/30-ის ტიპის ბომბდამშენის/გამანადგურებლის განთავსების ადგილები ზუსტად დაიბომბა.

დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვიდეომასალა “თაიმერის” ტელეგრამ-არხზე.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში გვარდიის შეყვანას ითხოვს – სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია
შემდეგი სტატიაჩემი ქმარი გაიტაცეს, 8 საათი მოდულის შენობაში ჰყავდათ – თინა ბოკუჩავა კოტე იოსელიანის ბოდიშზე