სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო მინისტრი ჩამოვა, მათ შორის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” ლიდერები ადასტურებენ.

“ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით , ეს მინისტრები იქნებიან ბალტიის ქვეყნის მინისტრები – ესტონეთი, ლატვია-ლიეტუვა, შევედეთი, პოლონეთი და საფრანგეთი.

დღეს, 11 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი “ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ
შემდეგი სტატიაწულუკიანი: პოლიტიკური მგელი იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩა, მოაჩოჩა, ჩემთვის ივანიშვილია