სავარაუდოდ, რუსეთი აჯგუფებს ან ქმნის ახალ ბაზებს ბალტიის რეგიონში – ფინეთის პრეზიდენტი

რუსეთი, სავარაუდოდ, აჯგუფებს ან ქმნის ახალ ბაზებს ბალტიის რეგიონში, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რუსეთის ფედერაციამ ეს ნაბიჯები ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ გადადგას.

საული ნიინისტემ ასევე აღნიშნა, რომ 17-18 მაისს შვედეთის დედაქალაქს ეწვევა, სადაც ორი ქვეყანა წარმოადგენს პოზიციებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

ნიინისტემ ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მსოფლიოში შეიცვალა და ეს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ გამოიწვია

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შეჩერების შესახებ
შემდეგი სტატიაუკრაინული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლიდან ევაკუაცია შესაძლოა დღეს განხორციელდეს