სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები – ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანალიტიკური დოკუმენტი წარადგინა

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ანალიტიკური დოკუმენტი –
“სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები”.

ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტში განხილული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების და მონიტორინგთან დაკავშირებული საჯარო წყაროების ანალიზით გამოვლინდა, რომ დაკვირვების ქვეშ არსებულ საქმეებში უფლებამოსილმა პროკურორმა კონკრეტული პირების მიმართ გონივრულ ვადაში არ გამოიტანა საბრალდებულო დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას შესაძლებელია, ჰქონოდა გამოძიების ეტაპზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და შესაბამისად შესაძლებელი იყო მისი ბრალდებულად ცნობა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ თავის მხრივ, პროკურორის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გაჭიანურებით საფრთხე ექმნება ბრალდებულის უფლებას ისარგებლოს გამოძიების ჩატარების, მტკიცებულებების მოპოვებისა და წარდგენის, შუამდგომლობების დაყენების და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

ანალიტიკურ დოკუმენტში ძირითადად გაანალიზებულია მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას საქმეები.

“ეს საქმეები არსებობს შემონახული და როცა უნდა ხელისუფლებას, პოლიტიკურად ხელისუფლებაზე დამოკიდებული პროკურატურა გააცოცხლებს ამ საქმეებს, წარუდგენს ბრალს სხვადასხვა პოლიტიკოსებს, და როცა დაჭირდება სისტემას, ამ დროს მოხდება მათი დაპატიმრება და განაჩენის გამოტანა”, – თქვა ალეკო ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეიწყალოს ნიკა გვარამია – RSF
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს