სავარაუდოდ, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულები – საიას ბათუმის ოფისში 2016-17 წლებში ჩადენილი სამი საქმე დაასახელეს

საია-ს ბათუმის ოფისში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 2016-2017 წლებში ჩადენილი სამი საქმე დაასახელა, რომელიც პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

საია საქმეების დროულ გამოძიებას ითხოვს. მათ შორისაა ტრანსგენდერების გახმაურებული საქმეც. სულხან სალაძე საქმეების კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ სამიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა დაზარალებულებად ცნობა, საგამოძიებო მოქმედებები კი პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.

ყველა საქმეს აჭარის პროკურატურა იძიებს.

საია მოუწოდებს პროკურატურას უზრუნველყოს საქმეების დროული გამოძიება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით კი გაავრცელოს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიების პროცესი.

„სამივე საქმე არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საუბარია, სავარაუდოდ, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე, რომელთა მამართებაშიც, ძალიან მაღალი საზოგადოების ინტერესს, რომელთა მიმართებაშიც, ყოველთვის საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ეს საქმეები იქნება გამოძიებული და ლეგიტიმურად, თუკი ამ ტიპის საქმეებზე არ დგება ისეთი საბრალდებო დასკვნა და არ მიდის საქმეები სასამართლოში, არ ხდება დაზარალებულების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაზარალებულად ცნობა, ეს რა თქმა უნდა, დამატებით რისკია,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტ-კონსულტანტი, პაატა დიასამიძე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პასიურობაზე მიუთითებს.

„ეს კითხვები დაისვა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიმართ, წერილობითაც მივწერეთ რამდენიმეჯერ. არა ერთხელ იქნა მიწერილი იმისთვის, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულიყო და მათი პასიური მოქმედება აჩენს კითხვებს,“ – პაატა დიასამიძემ.

banner
წინა სტატიაშიგორში 50 ჰექტრამდე ფართობზე ხმელი ბალახი იწვის
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა