სავარაუდოდ იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ – არდაზიშვილი

admin
ავტ.: admin სექტემბერი 23, 2019 13:52

სავარაუდოდ იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ – არდაზიშვილი

სავარაუდოდ იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ – ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულმა ნარკორეალიზატორმა სანდრო არდაზიშვილმა, “მთავარ არხთან საუბრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის პირველი პირის სახელზე განცხადება დედამისმა დაწერა. ასევე ოჯახმა განცხადება დაწერა საპატრიარქოს სახელზეც.

“სავარაუდოდ იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ. პირადი შემთხვევა იყო, პირადი მოხმარებისთვის მქონდა. თან სტუდენტი ვარ, თან დასაქმებულიც ვიყავი. ალბათ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე”- განაცხადა ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულმა სანდრო არდაზიშვილმა.
მისი თქმით, დაკავებიდან 6 თვეში დატოვა საპყრობილე.

არდაზიშვილი გასამართლებული იყო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით , რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულის ჩადენას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისულა, როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 23, 2019 13:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics